მოურინიო: ‘არნაუტოვიჩმა მითხრა, რომ ადრიანოზე, ზლატანზე და კრესპოზე უკეთესი იყო’
“რომას” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ მარკო არნაუტოვიჩთან პირველი შეხვედრა გაიხსენა.
2009 წელს არნაუტოვიჩი “ინტერმა” “ტვენტედან” იჯარით წაიყვანა. მაშინ მილანურ გუნდს სწორედ მოურინიო წვრთნიდა.
“ინტერის” ტექნიკური დირექტორი მარკო ბრანკა ჩემთან ერთ ფეხბურთელთან ერთად მოვიდა. ამ მოთამაშეს ნიდერლანდებში აკვირდებოდა. ეს ბიჭი 18 წლის მარკო არნაუტოვიჩი იყო. როცა ჩემთან მოვიდნენ, ვარჯიშს ვატარებდი. მოედნის ხაზთან მივედი და მივესალმე. ამ დროს გუნდში ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ადრიანო, ერნან კრესპო და ხულიო კრუზი მყავდა. ბრანკასა და არნაუტოვიჩს დაველაპარაკე, არნაუტოვიჩი კი მეუბნება: “მისტერ, მე ყველა მათგანზე უკეთესი თავდამსხმელი ვარ”, – ციტირებს პორტუგალიელი სპეციალისტის სიტყვებს talkSPORT.
საერთო ჯამში, არნაუტოვიჩმა “ინტერში” სამ მატჩში მიიღო მონაწილებოა, მოედანზე 55 წუთი გაატარა, გოლი კი არ გაუტანია.