მოურინიო “არსენალის” ტვიტმა გააღიზიანა: “სხვების პრობლემები მაშინ გახარებს, როცა თავადვე გიჭირს”
“ტოტენჰემ ჰოთსპურის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ლონდონის “არსენალის” მიკრობლოგზე გამოქვეყნებულმა ტვიტმა გააღიზიანა და პასუხის გაცემაც არ დააყოვნა.
ინგლისის პრემიერლიგის 32-ე ტურში “დეზები” “შეფილდ იუნაიტედს” ეწვივნენ და ანგარიშით 1:3 დამარცხდნენ. მატჩის შემდეგ “არსენალის” მიკრობლოგზე გაჩნდა ტვიტი: “მარტივი არ არის “ბრემოლ ლეინზე” “შეფილდ იუნაიტედის” ძლევა. ჩვენ გახსენებთ, როგორ კეთდება ეს”.
“ტოტენჰემის” თავკაცმა მეზობლებს პრესკონფერენციაზე უპასუხა.
“ისინი სატურნირო ცხრილის თავში რომ იყვნენ და ზედა ოთხეულში მოსახვედრად იბრძოდნენ, სხვების პრობლემებით არ დატკბებოდნენ. სხვების პრობლემები მხოლოდ იმას ახარებს, ვინც თვითონვე გასაჭირშია. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ეს სიტუაცია მათვე ერგებათ. მათ საზეიმო არაფერი აქვთ და ასეთი კომენტარებისთვის ნებისმიერ შემთხვევას იყენებენ. ჩვენ სატურნირო ცხრილში თითქმის ანალოგიური სიტუაცია გვაქვს”, – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს “სქაი სპორტსი”.
“ტოტენჰემს” სატურნირო ცხრილში მეათე პოზიცია უკავია და მეშვიდე ადგილზე მყოფ “არსენალს” ოთხი ქულით ჩამორჩება, თუმც ერტი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.