მოურინიო აზარზე: “მან ვილიანსა და პედროს უნდა მიბაძოს”
17 ოქტომბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ჩელსიმ” საკუთარ მოედანზე “ასტონ ვილა” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
ბევრისათვის მოულოდნელად, ჟოზე მოურინიომ ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა ედენ აზარი, რომელიც თამაშში 83-ე წუთზე ჩაერთო. მატჩის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებმა აზართან დაკავშირებით მოურინიოს კომენტარის გაკეთება სთხოვეს.
“ის სათადარიგოთა რიგებში იქამდე იქნება, სანამ ჩვენს მითითებებს არ შეასრულებს. ედენმა ვილიანსა და პედროს უნდა მიბაძოს”, – თქვა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.