მოურინიო ბაილის ტრავმაზე: “საქმე სერიოზულადაა”
ერიკ ბაილმა ხუთ ნოემბერს ლონდონის “ჩელსისთან” გასამართ შეხვედრაში მიიღო მუხლის ტრავმა. ვარაუდობდნენ, რომ კოტ დ’ივუარელი წელს აუცილებლად დაბრუნდებოდა. თუმცა, საქმე უფრო სერიზულად აღმოჩნდა.
23 წლის ცენტრალური მცველის დაზიანებაზე “წითელი ეშმაკების” თავკაცმა, ჟოზე მოურინიომ ისაუბრა.
“არ მინდა, პესიმისტურად ვთქვა რამე. მოდი, ამ საკითხს ექიმს ჩავაბარებ. ახლა მას გამაყუჩებლებითა და სხვა დამცველი მედიკამენტებით მკურნალობენ. თუმცა, თუ ეს შედეგს არ გამოიღებს, ერიკს, დიდი ალბათობით, ოპერაცია დასჭირდება. მოდით, ცოტა ხნით მოვიცადოთ. მხოლოდ კარგის იმედი მაქვს, თუმცა ფაქტია, რომ საქმე ძალიან სერიოზულადაა,” – აცხადებს “მოუ”.