მოურინიო: “ბოდიშს არ მოვიხდი”
“ჩელსის” მენტორმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ იგი არსენ ვენგერს, რომელსაც პორტუგალიელმა “წარუმატებელი სპეციალისტი” უწოდა ბოდიშს არ მოუხდის.
თებერვალში, როდესაც მწვრთნელები პრემიერ ლიგის ტიტულის მოსაგებად ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, მოურინიომ გაიხსენა, რომ “არსენალმა” მრავალი წლის განმავლობაში ტიტულის მოპოვება ვერ შეძლო და ამის გამო ფრანგ მწვრთნელს დასცინა.
იმავე თვეს “არისტოკრატებმა” “არსენალი” გამანადგურებელი ანგარიშით 6:0 დაამარცხეს. თუმცა გასულ სეზონში , “ჩელსიმ” ტიტული ვერ მოიპოვა, ხოლო “არსენალი” კი ინგლისის თასის მფლობელი გახდა. მიუხედავად ამისა, მოურინიო სიტყვების უკან წაღებას არ აპირებს.
“სიმართლე გითხრათ სიტყვების უკან წაღებას არ ვაპირებ. მე მასთან შეგნებულად არ ვაპირებ მისვლას. ბოდიშს ვერ კიარა არ მოვიხდი!”
“მე არ უნდა მოვიხადო ბოდიში. უმჯობესია ყველამ ეს სიტყვები დაივიწყოს და ცხოვრება გააგრძელოს. მე ეს არ მჭირდება. ამჟამად მთლიანად მომავალი მატჩისკენ ვართ გადართულები, ეს თამაში ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.”–განაცხადა მოურინიომ