მოურინიო: “ბრძოლა მინდა, სირთულეებისთვის მზად ვარ”
“ვესტ ჰემთან” გასამართი მატჩის წინ, ჟოზე მოურინიომ პრესასთან საკუთარ გუნდზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წელს “წითელი ეშმაკები” ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ.
“მინდა “ვესტ ჰემის” წინააღმდეგ დიდი ბრძოლა გავმართოთ, შემდეგ კი “სუონსის” იგივე მიზნით ვეწვიოთ. მინდა ჩემპიონთა ლიგა დაიწყოს. მინდა, ძალიან მინდა, ბრძოლისთვის მზად ვარ. მაგრამ, ჭკვიანურად მოვიქცევი, თამაშგარიდანაც რომ გაგვიტანონ.
ეს უკვე ჩემი გუნდია, მეორე სატრანსფერო ფანჯარა უკვე სრულდება. ადრე ვფიქრობდი, რომ სამი სატრანსფერო ფანჯარა დამჭირდებოდა, მაგრამ ორიც საკმარისი აღმოჩნდა. შესანიშნავი გუნდი მყავს.
წელს გაცილებით უფრო კარგად ორგანიზებულები ვართ, ყველა ასპექტში. ასე რომ, მიმდინარე სეზონში ბოლომდე ვიბრძოლებთ, ტიტულს ვუმიზნებთ და სირთულეებისთვის მზად ვართ,” – აცხადებს პორტუგალიელი სპეციალისტი.