მოურინიო ბურთის მომტან ბიჭზე: “ის თამაშს კითხულობს, ბრწყინვალე იყო”
ლონდონის “ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ “ოლიმპიაკოსთან” მატჩის შემდეგ ბურთის მომტანი ბიჭუნა შეაქო.
როგორც იცით, “ტოტენჰემმა” “ოლიმპიაკოსი” 4:2 დაამარცხა. ლონდონელები ორბურთიანი სხვაობით მარცხდებოდნენ, თუმცა მათ თამაში შემოატრიალეს. მეორე გოლის ეპიზოდში, ბურთის მომტანმა ბიჭმა სერჟ ორიეს ბურთი ძალიან სწრაფად მიაწოდა, რითაც შეტევის ტემპი არ დააგდო. მოურინიომ ბავშვს მადლობა გოლის შემდეგვე გადაუხადა, მოგვიანებით კი ის პრესკონფერენციაზეც შეაქო.
“მე მიყვარს ჭკვიანი ბურთის მომტანი ბიჭები. ბავშვობაში მეც ბრწყინვალე ბურთის მომტანი ბიჭი ვიყავი და დღეს ეს ბავშვიც ბრწყინვალე იყო. ის თამაშს კითხულობს, ყველაფერი კარგად ესმის და გუნდს მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია.
ის აქ მხოლოდ იმიტომ არ დგას, რომ თამაშს უყუროს, ის ფეხბურთით ცხოვრობს და ეს თამაში ძალიან კარგად ესმის”, – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს “ბიბისი”.
Jose Mourinho thanks a ball boy after he helps set up Tottenham's goal! pic.twitter.com/ANQhv62PjG
— BeanymanSports (@BeanymanSports) November 26, 2019