მოურინიო: „ჩავი „ოქროს ბურთს“ იმსახურებს“
ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოს აზრით, „ბარსელონას“ ნახევარმცველი ჩავი ერნანდესი, რომელიც ამ სეზონის შემდეგ კლუბს ოფიციალურ დატოვებს, „ოქროს ბურთს“ იმსახურებს.
„ჩავი 21-ე საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. ის „ოქროს ბურთს“ მოგებას იმსახურებს, რომელსაც უკვე ვერასდროს მიიღებს“, – აღნიშნა მოურინიომ.
გარდა ამისა, პორტუგალიელმა სპეციალისტმა ჩემპიონთა ლიგის ფინალის შესახებ ისაუბრა.
„ბარსელონამ“ და „იოუვენტუსმა“ ბერლინში თამაში დაისმახურეს. მათ კარგი სეზონი ჰქონდათ. როგორც გაირკვა, ისინი იმ ნახევარფინალში თავის მეტოქეებზე უკეთესები არიან“, – დაასრულა ჟოზემ.