მოურინიო: “ჩეხი და კურტუა – ლამაზი პრობლემაა”

თარიღი: ოქტომბერი 19, 2013

როგორც ჩანს, “არისტოკრატული” კლუბის მთავარ მწვრთნელს ახალგაზრდა გოლკიპერთან განშორება არ სურს.

მოგეხსენებათ, ტიბო კურტუა ამჟამად მადრიდის “ატლეტიკოშია” განათხოვრებული და მისით ბევრი კლუბი ინტერესდება. მათ შორისაა კატალონიის “ბარსელონაც”, თუმცა “ჩელსის” ხელმძღვანელობა ბელგიელ მოთამაშეს ჩეხის შემცვლელად მიიჩნევს და მის გაშვებას არ აპირებს.

“ჩვენს შემადგენლობაშია პეტერ ჩეხი, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა. ასევე, ჩვენი კლუბი ტიბო კურტუას კონტრაქტსაც ფლობს, რომელიც ახალგაზრდა კიპერთა შორის საუკეთესოა. ეს ლამაზი პრობლემაა”, – აცხადებს ჟოზე მოურინიო.

“ეს სიტუაცია არანაირად არ მაწუხებს, რადგან ყველაფერი კარგადაა და ჩვენი კონტროლის ქვეშ იმყოფება. ამ მდგომარეობას “ჩელსი” აკონტროლებს და არა “ატლეტიკო” ან “ბარსელონა”, – დაასრულა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

სანდრო საპანაძე

მსგავსი სიახლეები