მოურინიო: “ჩემპიონთა ლიგის მესამედ მოგებაზე უარს არ ვიტყოდი”
ლონდონის “ტოტენჰემის” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, “ოლიმპიაკოსთან” გასამართ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩამდე რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა.
“ჩემპიონთა ლიგა ძალიან მიყვარს, რამდენადაც ეს ყველაზე რთული ტურნირია ფეხბურთში, რომლის მოგებაზეც აბსოლუტურად ყველა ოცნებობს. ყველას არ ხვდება ამ ტიტულის მოგების პატივი, მე ეს ორჯერ შევძელი.
ჩემპიონთა ლიგის მესამედ მოგებაზე უარს ნამდვილად არ ვიტყოდი, თუმცა არსებული რეალობიდან გამომდინარე, მხოლოდ პლეი-ოფის საგზურის მოპოვებაზე ვფიქრობთ.
ეს 148-ე მატჩი იქნება ჩემთვის ლიგაზე. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, თუ რატომაც არასოდეს არ ჩარჩენილა ჩემი გუნდი ჯგუფში, არის ის, რომ ჩვენ მხოლოდ ამ ეტაპის გადალახვაზე ვფიქრობთ და არა იმაზე, თუ რა მოხდება შემდეგ,” – აცხადებს პორტუგალიელი სპეციალისტი