მოურინიო დაიერზე: “პროფესიონალი ასე არ უნდა იქცეოდეს, მაგრამ მისი მესმის” (ვიდეო)
ლონდონის “ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ “ნორვიჩთან” გამართული მატჩის შემდეგ ტრიბუნაზე მომხდარ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა.
როგორც იცით, ინგლისის ასოციაციის თასის მერვედფინალში “ტოტენჰემმა” საკუთარ მოედანზე “ნორვიჩი” მიიღო. მატჩის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა, პენალტების სერიაში კი “ნორვიჩმა” გაიმარჯვა. თერთმეტმეტრიანების დასრულების შემდეგ, ტრიბუნაზე მყოფმა ერთ-ერთმა ფანმა ერიკ დაიერს შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც იქვე მყოფი დაიერის უმცროსი ძმა გამოეხმაურა. “ტოტენჰემის” ნახევარმცველმა დაინახა, რომ მისი ოჯახის წევრი ინციდენტში მონაწილეობდა და ძმის დასაცავად ტრიბუნაზე გადავიდა.
“ვფიქრობ, ერიკმა გააკეთა ის, რასაც ჩვენ, პროფესიონალები არ უნდა ვაკეთებდეთ, მაგრამ ალბათ, ასეთ შემთხვევაში ყველა მის მსგავსად მოვიქცეოდით. ვიმეორებ, პროფესიონალები ასე არ უნდა ვიქცეოდეთ, მაგრამ ახლა ფეხბურთელის გვერდით ვარ და მისი მესმის. იმ ადამიანმა დაიერსა და მის ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა, ერიკის ძმაც იქვე იყო და ცხადია, ის ამ სიტყვებით გახარებული არ დარჩენილა.
დავსჯით თუ არა დაიერს? თუ კლუბი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, მე არ დავეთანხმები. თუმცა, ერიკი არასწორად მოიქცა”, – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს “ბიბისი”.
Full footage of Eric Dier jumping over the stands and going over to confront a fan who was insulting & abusing his brother. Brotherly love, I respect that. pic.twitter.com/5xeSQ8Vj5a
— FutbolBible (@FutbolBible) March 4, 2020