მოურინიო: „დროგბა ახალი ისტორიის დასაწერად დაბრუნდა“
ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ გუნდში დიდიე დროგბას დაბრუნების შესახებ ისაუბრა.
„ის ჩვენთან დაბრუნდა იმიტომ, რომ კვლავ არის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე. მას კარგად ვიცნობ, როგორც ადამიანს. ვიცი, რომ ის გუნდის მიმართ ადრე გაწეული დამსახურებების შესახებ არ ფიქრობს. ის აქ მოვიდა იმიტომ, რომ ახალი ისტორია დაწეროს“, – აღნიშნა მოურინიომ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ დიდიე დროგბამ „ჩელსისთან“ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. აფრიკელი ფეხბურთელი „პენსიონერების“ ღირსებას 2004-დან 2012 წლამდე იცავდა. ამ ხნის განმავლობაში მან 341 მატჩი ჩაატარა და 157 გოლი გაიტანა. „ჩელსის“ რიგებში დროგბამ 12 ტიტული მოიგო.