მოურინიო ერიქსენის ეპიზოდზე: “გუშინ ღმერთიც ფეხბურთს უყურებდა”
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე დანიისა და ფინეთის ნაკრებთა შორის გამართული მატჩის (0:1) მიმდინარეობისას ერიქსენი მოედანზე უგონოდ დაეცა. მომხდართან დაკავშირებით კომენტარი კრისტიან ერიქსენის ყოფილმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, ისაუბრა.
“დღესაც ვერ ვწყვეტ ფიქრს გუშინ მომხდართან დაკავშირებით. ვფიქრობ, დღეს აღსანიშნი დღეა და არა სევდიანად ყოფნის.
საბედნიეროდ, ფეხბურთის ორგანიზაციის დონემ და სპეციალურად შექმნილმა პროტოკოლებმა შედეგი გამოიღო. მჯერა, რომ გუშინ ღმერთიც ფეხბურთს უყურებდა. ყველაფერმა ამან კრისტიანი ჩვენ და თავისი ოჯახის გვერდში დატოვა.
ეს ყველაფერი ფეხბურთზე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ამავდროულად ამ შემთხვევამ ფეხბურთის მთავარი ღირებულებებიც შეგვახსენა. სიყვარული, სოლიდარობა, ოჯახური გრძნობები. ფეხბურთი ადამიანებს აერთიანებს.
ვლოცულობდი და ვტიროდი, თუმცა მე მარტო არ ვიყავი. ჩემთან ერტად მილიონობით ფანი ლოცულობდა მისთვის. დღეს შეგვიძლია აღვნიშნოთ ის, რომ კრისტიანი ცოცხალია,” – აცხადებს მოურინიო.