მოურინიო: „ესპანეთის კრახი დროის ამბავი იყო“
ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო დარწმუნებულია, რომ ესპანეთის ნაკრებს თავისი გაუმარცხებლობის სჯეროდა, რისთვისაც დაისაჯა კიდეც.
„ხალხი საუკეთესო გუნდების წინააღმდეგ თამაშს სწავლობს, ხოლო როდესაც ასეთი გუნდები მუდმივად ერთი სტილით თამაშობენ, მოწინააღმდეგეები ადრე თუ გვიან მათ ამარცხებენ. ჰოლანდიელებმა და ჩილელებმა ტაქტიკურად ყველაფერი კარგად გათვალეს. „ფურია როხა“ ბოლო 4-6 წლის განმავლობაში ჩინებული იყო. ეს გუნდი იმდენად კარგად თამაშობდა, რომ სხვებს ეს თამაში აუცილებლად უნდა შეესწავლა.
თავის მხვრივ, ლუი ვან გაალმა მეტოქე სწორად შეაფასა და სწორედ ისე ითამაშა, როგორც საჭირო იყო. სამპაოლიმ კი, ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტს მიაღწია. ჩემი აზრით, ესპანელთა კრიტიკის ნაცვლად, ჩილეს ნაკრების თავკაცი უნდა შევაქოთ, რომელიც დაკისრებულ მოვალეობას გაუმკლავდა“, – განაცხადა ფეხბურთის პორტუგალიელმა სპეციალისტმა.