მოურინიო: “იბრას დაბრუნებამდე ლუკაკუს როტაცია შეუძლებელია”
მანჩესტერ იუნაიტედის თავკაცმა, ჟოზე მოურინიომ რომელუ ლუკაკუს შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა.
მას შემდეგ, რაც ბელგიელი “წითელ ეშმაკებს” შეუერთდა, მხოლოდ ერთხელ იყო სათადარიგოთა შორის სათასო შეხვედრაში, სხვა შემთხვევაში კი, ლუკაკუ ყველა შეხვედრაში 90 წუთს თამაშობდა. რა თქმა უნდა, ფიზიკურად ძალიან ძნელია მსგავი დატვირთვის ატანა, მაგრამ მოურინომ განაცხადა, რომ სანამ იბრაჰიმოვიჩი არ დაბრუნდება, ლუკაკუს როტაცია არ განიხილება, რადგან მისი თქმით ამ პოზიციაზე სხვა ფეხბურთელი “მანჩესტერ იუნაიტედში” არ არის. რაც შეეხება რეშფორდს, როგორც ჩანს პორტუგალიელი თავკაცი, მას სულ სხვა პოზიციაზე განიხილავს.
იქიდან გამომდინარე, რომ ბელგიას უკვე განაღდებული აქვს მსოფლიო ჩემპიონატის საგზური, მოურინიოს კითხეს, დაისვენებდა თუ არა ლუკაკუ სანაკრებო შეხვედრაში, პორტუგალიელმა კი განაცხადა, რომ ეს მისი კომპეტენციას არ მიეკუთნება. ამის შესახებ გადაწყვეტილება ბელგიელთა თავკაცმა უნდა მიიღოს.
რაც შეეხება იბრაჰიმოვიჩს, შვედი ფეხბურთელი რებილიტაციის პროცესშია და საარაუდოდ, ის დეკემბრამდე ვერ მოახერხებს მოედანზე დაბრუნებას.