მოურინიო იტალიელ ფეხბურთელში დიდ თანხას იხდის
მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე “მანჩესტერ იუნაიტედს” ბევრ ფეხბურთელს უკავშირებენ. მთელი მსოფლიო მოლოდინშია, როდის დადასტურდება პოლ პოგბას ტრანსფერი, რომელშიც ინგლისელები ასტრონომიულ თანხას, 120 მილიონ ევროს იხდიან.
გავრცელებული ხმების თანახმად, ჟოზე მოურინიოს, ფრანგი ნახევარმცველის გარდა, ლეონარდო ბონუჩის შეძენა სურს. 29 წლის მცველი რომ ძალიან მაღალი დონისაა, ეს მან დიდი ხნის წინ დაამტკიცა, მაგრამ “ევრო 2016”-ზე განსაკუთრებით კარგად გამოვიდა და პორტუგალიელი სპეციალისტის ყურადღება მიიპყრო.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ “მანჩესტერი” “იუვენტუსს” 60 მილიონ ევროს სთავაზოვს იტალიელის სანაცვლოდ. თუ ბონუჩი “წითელი ეშმაკი”არ გახდება, ინგლისური კლუბის მესვეურები მის ალტერნატივად “ზენიტის” ფეხბურთელს, ეზეიკელ გარაის განიხილავენ.
ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.