მოურინიო: “ჯერ ძალიან ახალგაზრდა ვარ, 57 წლის”
ლონდონის “ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, საკუთარ მომავალზე საუბრისას აღნიშნა, რომ კარიერის დასრულებას მომავალი 10-15 წლის მანძილზე არ აპირებს.
“ყოველთვის მჯეროდა და ახლაც იმავე პოზიციაზე ვარ – ძალიან დიდი განსხვავებაა წარმატებასა და წარმატებულ კარიერას შორის. წარმატება შემოისაზღვრება კონკრეტული მომენტით. შესაძლოა, წარმატება განპირობებული იყოს ტალანტით, ან სწორ დროს სწორ ადგილას ყოფნით.
სხვა საქმეა წარმატებული კარიერა, რისი მიღწევაც წლების განმავლობაში დაუღალავი შრომით არის შესაძლებელი. მე ყოველთვის მინდოდა, რომ ასეთი კარიერა მქონოდა. ეს ჩემს დნმ-ში არის.
ვიცი, რომ ხალხი ასე არ ფიქრობს, მაგრამ მე საკუთარ თავს მორცხვ ადამიანად მივიჩნევ. მუდმივად ვცდილობ, რომ რაღაც ვისწავლო. მწვრთნელობა ისეთი რამ არის, სადაც გამოცდილება მხოლოდ უკეთესს გხდის.
მჯერა, რომ ახლა უფრო მეტი ვიცი, ვიდრე 10 ან 20 წლის წინ. ჯერ ძალიან ახალგაზრდა ვარ, 57 წლის. ამიტომაც არ გამოვრიცხავ კიდევ 10-15 წელი ვიმუშავო ამ სფეროში,” – აცხადებს პორტუგალიელი სპეციალისტი.