მოურინიო: “კონტე ამ სისტემით გუნდს ორი წლის განმავლობაში ათამაშებდა”
ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ “ჩელსისთან” მარცხის შემდეგ განაცხადა, რომ მეტოქემ მის გუნდს აჯობა.
პორტუგალიელი სპეციალისტი ამბობს, რომ ფრენკ ლამპარდმა მისი გუნდის წინააღმდეგ თამაშისას ანტონიო კონტეს სისტემა გამოიყენა.
“პირველ ტაიმში მეტოქემ გვაჯობა. ამის აღიარება არ მიჭირს. მათ ითამაშეს იმ სისტემით, რომელშიც თავს კომფორტულად გრძნობენ. ანტონიო კონტე გუნდს ორი წლის განმავლობაში ამ სისტემით ათამაშებდა და მათი ბევრი ფეხბურთელი ამ დროს თავს კომფორტულად გრძნობს – ალონსო, ასპილიკუეტა, კანტე, ვილიანი…
“ჩელსიმ” პირველ ტაიმში პრობლემები შეგვიქმნა. უმეტესწილად, თამაში ჩვენ ნახევარზე მიმდინარეობდა, მაგრამ მომენტები ხშირად მაინც არ იქმნებოდა. მეორე ნახევარი ცვლილებებით დავიწყეთ. გვრძნობდით, რომ რაღაც უნდა შეგვეძვალა და თამაში უფრო გაგვეკონტროლებინა. გოლის გატანას ვუახლოვდებოდით, მაგრამ ჩვენმა ფეხბურთელმა წითელი ბარათი მიიღო. ამის შემდეგ მეტოქისათვის თამაში უფრო ადვილი გახდა, ჩვენთვის კი ყველაფერი გართულდა”, – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს Goal.Com.
შეგახსენებთ, რომ “ტოტენჰემი” პრემიერ ლიგის ცხრილში მე-7 ადგილზე იმყოფება, ხოლო “ჩელსი” მე-4 პოზიციას იკავებს.