მოურინიო კონტეს: “გარიგებულ მატჩებში მონაწილეობას არასოდეს მივიღებ”
“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ ანტონიო კონტეს განცხადებას უპასუხა და თქვა, რომ ის გარიგებულ მატჩებში მონაწილეობას არასოდეს მიიღებს.
რამდენიმე დღის წინ, მოურინიო პრესკონფერენციაზე ასეთი განცხადება გააკეთა: “რადგანაც პირით ხაზზე კლოუნივით არ დავრბივარ, გგონიათ, ჩემი საქმის კეთების სურვილი დავკარგე?”
პორტუგალიელი სპეციალისტის სიტყვებს გუშინ ანტონიო კონტე გამოეხმაურა: “ვფიქრობ, მას თავისი თავი ახსენდება წარსულში, ალბათ, სწორედ ამას გულისხმობდა, არა? მგონი, ზოგჯერ ხალხს ავიწყდება, რას ამბობდა წარსულში, ან რას აკეთებდა. თუ არ ვცდები, ამას დემენცია ჰქვია, სახელი ზუსტად არ ვიცი, როდესაც გავიწყდება, რა იყო წარსულში.”
კონტეს სიტყვებს მოურინიომ გუშინვე, “დერბისთან” გამართული შეხვედრის შემდეგ უპასუხა: “ერთი რამ, რაც შემიძლია გითხრათ, ისაა, რომ გარიგებულ მატჩებში მონაწილეობისათვის ჩემთვის დისკვალიფიკაცია არასოდეს მოუციათ. და, ეს არც არასოდეს მოხდება.”
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წლის წინ, როცა კონტე “სიენას” მთავარი მწვრთნელი იყო, ის და მისი ფეხბურთელები გარიგებულ მატჩებში მონაწილეობის გამო დასაჯეს. იტალიელ სპეციალისტს 10-თვიანი დისკვალიფიაკცია მისცეს.