მოურინიო: “კოშტა იდეალური ფორმისგან, ჯერ კიდევ შორსაა”
“ჩელსის” მთავარი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოს თქმით, ესპანელ ფორვარდ დიეგო კოშტას დასვენება ესაჭიროება.
გუშინ, ლონდონელებმა “სტემფორდ ბრიჯზე” “ასტონ ვილას” 3:0 სძლიეს. გოლები: ოსკარმა, დიეგო კოშტამ და ვილიანმა მიითვალეს. მატჩის დასრულების შემდეგ, “ჩელსის” აქტივი სამი ქულით გაიზარდა. მათ ჯამში 16 ქულა აქვთ და პრემიერ ლიგაში ჯერ–ჯერობით ლიდერობენ.
“ამჟამად კოშტა, ფორმის პიკში არ იმყოფება. ის ამჟამად არ ვარჯიშობს, რადგან გადაღლილია და დასვენება ესაჭიროება. სიმართლე გითხრათ მისი მიზნები არ მაინტერესებს. აქ მთავარი გუნდის წარმატებაა.”
“თუ დიეგო ესპანეთის ნაკრებთან ერთად არ გაემგზავრება, მას 15 დღის განმავლობაში დასვენება და ერთგვარი მკურნალობა, რეაბილიტაცია და გაძლიერება მოუწევს. დარწმუნებული ვარ, ეს მას იდეალური ფორმის ჩამოყალიბებაში დიდ ხელს შეუწყობს.