მოურინიო კურტუას ძირითად მეკარედ მოიაზრებს
ინგლისური პრესოს ცნობით “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მადრიდის “ატლეტიკოში” იჯარის წესით მყოფი მეკარის, ტიბო კურტუას ლონდონში დაბრუნებას აპირებს.
The Sunday Times იუწყება, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი მეკარის თამაშით ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მოიხიბლა და ბელგიელ კიპერს “ჩელსის” პირველ ნომრად მოიაზრებს.
მოვლენათა ასეთი განვითარება რეალური პეტარ ჩეხის ტრავმის ფონზე ხდება. ჩეხეთის ნაკრების მეკარე მალე ოპერაციას გაიკეთებს და მომდევნო სეზონის სტარტს ფორმაში ვერ შეხვდება, რაც კურტუასთვის დამატებითი შანსი იქნება.