მოურინიო: “ლაიფციგმა” მომდევნო ეტაპზე გასვლა დაიმსახურა”
“ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ “ლაიფციგთან” განცდილი მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ მერვედფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში “ლაიფციგმა” “ტოტენჰემი” 3:0 დაამარცხა. ორი მატჩის ჯამში ანგარიში 4:0 დაფიქსირდა და მეოთხედფინალის საგზურიც სწორედ გერმანულმა კლუბმა მოიპოვა.
“გვჯეროდა, რომ გავიმარჯვებდით, მაგრამ ისიც ვიცოდით, რომ ამ მომენტში ეს ძალინ რთული იქნებოდა. “ლაიფციგი” ძლიერი გუნდია. საწყის წუთებში გოლი მათ გაიტანეს, ამან კი ჩვენი საქმე კიდევ უფრო გაართულა. მეტოქე, ფიზიკურად, საოცრადაა მომზადებული, მათი მცველები ყველა ორთაბრძოლას იგებენ, შეტევაში სწრაფები არიან. “ლაიფციგმა” მომდევნო ეტაპზე გასვლა დაიმსახურა.
ჩემმა ფეხბურთელებმა ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ. ზუსტად ის შეცდომები დავუშვით, რაც წინა მატჩებში. ასეთ დროს მოთამაშეებს არაფერს ვაბრალებ, მათ გვერდში ვუდგავარ. ტრავმები ჩვენთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს. შეხედეთ ჩვენ სათადარიგოთა სკამს… ძალიან რთულია”, – უთხრა მოურინიომ BT Sports-ს.