მოურინიო: “მანჩესტერ იუნაიტედს” მესი გალიაში უნდა გამოეკეტა”
ჟოზე მოურინიომ, “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა თავკაცმა, მანჩესტერულ გრანდსა და “ბარსელონას” შორის გამართული ორმატჩიანი დუელი შეაფასა, რომელიც კატალონიელთა მარტივი გამარჯვებით დასრულდა.
“ვფოიქრობ, “იუნაიტედის” მიდგომა განსხვავებული იყო. პირველ მატჩში ცდილობდნენ ცენტრალური ზონის ოკუპაცია მოეხდინათ. ადვილი მისახვედრია, თუ რას აკეთებს მესი, მაგრამ მისი გალიაში გამოკეტვა ძალიან რთულია.
მესი მარჯვნიდანაც უტევდა, შემდეგკი რაკიტიჩს ცვლიდა და ცენტრიდან იწყებდა გუნდის შეტევებს. ზონა “იუნაიტედმა” კარგად ამოკეტა. ცენტრში შესვლისას მასთან ფრედი და მაკტომინეი ჩნდებოდნენ.
მეორე მატჩში კი, ალბათ იმიტომ, რომ უკვე მარცხდებოდნენ, გუნდმა სხვა პერსპექტივიდან დაიწყო თამაში. პოგბა მარცხნივ, მაკტომინეი ძალიან მარჯვნივ, ხოლო ლინგარდი 10 ნომრის პოზიციიდან თამაშობდა.
დაცვის ხაზის წინ მხოლოდ ფრედი რჩებოდა. ეს კი ის ადგილი იყო, სადაც მესი ჩამოდიოდა ბურთის მისაღებად. ხოლო როდესაც მესის ბურთი აქვს, მკვდარი ხარ.
ამიტომაც არასოდეს ვათამაშებ მესისთან ერთ კაცს. მესი გალიაში უნდა გამოკეტო. “ბარსელონა” “ბარსელონაა” და მათ “მანჩესტერ იუნაიტედზე” უკეთესი ფეხბურთელები ჰყავთ. სავსებით ნორმალურია, მათ რომ გაიმარჯვეს,” – აცხადებს პორტუგალიელი სპეციალისტი.