მოურინიო: „მართალი აღვმოჩნდი, როდესაც ლამპარდს წასვლის საშუალება მივეცი“
„ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ნაწყენი არ არის, რომ ფრენკ ლამპარდი გოლებს „მანჩესტერ სიტის“ მაისურით იტანს.
„მართალი ვიყავი, როდესაც ლამპარდი გავუშვი. ჩვენ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. თუ მომავალზე იფიქრებთ, მაშინ, მიხვდებით, რომ ფაბრეგასი და მატიჩი კლუბისთვის დიდ სამუშაოს კიდევ ათი წლის განმავლობაში შეასრულებენ.
ჩვენი პროექტი ბოლომდე უნდა გავაცნობიეროთ. იგი უამრავ წელიწადზე და არა კონკრეტულ სეზონზეა გათვლილი. შესაძლოა, შემედავოთ და მითხრათ, რომ დროგბასა და ტერის სახით „ჩელსის“ ასაკოვანი ფეხბურთელები ჰყავს. ეს სხვა შემთხვევაა. დიდიე თავდამსხმელია, რომელსაც შეცვლაზე გამოსვლა და სხვა შემტევების დახმარება შეუძლია“, – ციტირებს პორტუგალიელს გამოცემა „მირორი“.
„მანჩესტერ სიტის“ მაისურით ლამპარდმა 11 მატჩი ჩაატარა და 301 წუთში 4 გოლისა და 2 შედეგიანი პასის გაკეთება მოასწრო.