მოურინიო მატას დარჩენის უფლებას მისცემს, მაგრამ სათამაშო დროს შეუმცირებს
ჟოზე მოურინიომ ხუან მატას “მანჩესტერ იუნაიტედში” დარჩენის უფლება მისცა, თუმცა, ამავდროულად გააფრთხილა, რომ მას მხოლოდ მატჩების მესამედში მოუწევს მონაწილეობის მიღება. ამ ინფორმაციას Daily Mirror ავრცელებს.
როგორც იცით, ესპანელი ნახევარმცველი “წითელ ეშმაკებს” 2014 წლის იანვარში შეუერთდა “ჩელსიდან”, რადგანაც, მას “სტემფორდ ბრიჯზე” საკმარის სათამაშო დროს არ აძლევდნენ.
ბუნებრივია, მოურინიოს “ოლდ ტრაფორდზე” მისვლის შემდეგ, მედია მატას წასვლაზე ალაპარაკდა – ის ესპანურ “ესპანიოლსა” და “ვალენსიას” დაუკავშირეს – თუმცა, როგორც სჩანს, ის მანჩესტერს არ დატოვებს.