მოურინიო: “მატიჩი საუკეთესოა”
“ჩელსის” მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ თავისი გუნდის საუკეთესო ნახევარმცველად სერბი ნემანია მატიჩი დაასახელა.
2009 წელს გადმოსულმა ახალგაზრდა ნემანიამ “სტემფორდ ბრიჯზე” ვერაფერი გააკეთა, რის შემდეგადაც 2011 წელს იჯარით “ვიტესში”, ხოლო შემდეგ კი “ბენფიკაში” თამაშობდა. მატიჩი პორტუგალიეაში ერთ–ერთი ყველაზე ძლიერი იყო, რის შემდეგადაც “ლურჯებმა” 2014 წელს იგი ისევ დააბრუნეს.
ახლა კი 26 წლის სერბი გუნდში ერთ–ერთი გადამწყვეტი ფიგურაა. “ჩელსის” წაუგებელ სერიაში და წარმატებებში უდიდესი წვლილი სწორედ მატიჩს მიუძღვის.
“ის საუკეთესოა. ნემანია ნამდვილად გიგანტია, არა მისი ტანის ზომიდან, არამედ თამაშიდან გამომდინარე.”
“იგი სატრანსფერო ფანჯარაზე საკმაოდ რთულად შევიძინეთ. იგი სეზონის მეორე ნახევარში ჩამოვიდა, მიუხედავად ამისა ძველ გუნდს მალევე შეეგუა. ახლა კი იგი სრულყოფილია და ნახევარდაცვაში საუკეთესოა.”–განაცხადა პორტუგალიელმა.