მოურინიო: “მხითარიანს უთამაშებლობით ვიცავდი”
ინგლისის პრემიერლიგის 24-ე ტურში “ლესტერ სიტის” წინაარმდეგ გამართულ მატჩში “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველმა ჰენრიხ მხითარიანმა გოლიც გაიტანა და საგოლე გადაცემაც მიითვალა. მატჩის შემდეგ “წითელი ეშმაკების” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განმარტა, თუ რატომ არ აძლევდა სომეხ ფეხბურთელს სათანადო სათამაშო დროს სეზონის დასაწყისში.
“ხანდახან ფეხბურთელის დაცვის საუკეთესო საშუალება მისთვის სათამაშო დროის არმიცემაა. მიკის სწორედ ამ მეთოდით ვიცავდი. იგი ამ პერიოდის განმავლობაში ადაპტაციის პროცესს გადიოდა, ახლა კი მოედანზე საოცრებებს ახდენს. თქვენგან განსხვავებით, მე მხოლოდ იმას არ ვხედავ, რასაც იგი მინდორზე აკეთებს. ახლა მხითარიანი გაცილებით კარგად თამაშობს”, – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს Manchester Evening News.