მოურინიო: “მომდევნო სეზონში ყველაფერი სხვაგვარად იქნება”
ლონდონის “ტოტენჰემის” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, პრესასთან საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა, სადაც აღნიშნა, რომ მომავალი სეზონიდან “ტოტენჰემისთვის” ყველაფერი სხვაგვარად იქნება.
“ტოტენჰემში” ყვლეაფერი 12 ქულიანი ჩამორჩენიდან დავიწყე, მინუს 12 ქულით. თორმეტი ქულა საკმაოდ ბევრია. შეგიძლიათ მითხრათ, რომ რამდენიმე დღის წინ მინუს სამი ქულა იყო სხვაობა და ოთხეულში შესვლა შეგვეძლო და მართალიც იქნებით.
თუმცა პრობლემა ის არის, რომ ყოველთვის ვერ მოიგებ და ვერც სხვა გუნდები წააგებენ. ძალიან რთულია თორმეტი ქულის გაბათილება, თუმცა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ.
მომდევნო სეზონში ყველაფერი სხვაგვარად იქნება. თუმცა ამდროინდელი ვითარებიდან გამომდინარე ყველაფერი ძალიან რთულია და ფეხბურთელებიც გრძნობენ ამას. ეს მათზე ფსიქოლოგიურად ცუდად მოქმედებს,” – აცხადებს მოურინიო.