მოურინიო: “მწვრთნელ რონალდუს” პორტუგალიის წარმატებაში არანაირი წვლილი არ შეუტანია”
ჟოზე მოურინიო თვლის, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალში კრიშტიანუ რონალდუს აქტიურობას პორტუგალიის ნაკრებზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია და რომ ეს უბრალოდ ზედმეტი ემოციურობა იყო.
“ფინალის ბოლო წუთებში მას აბსოლიტურად არაფერი არ გამოუმუშავებია. მოედანზე 11 ფეხბურთელი იყო გამოსული, რომლებიც საკუთარ საქმეს აკეთებდნენ, მათ სათავეში კი იყო მწვრთნელი.
მე ამას ზედმეტ ემოციურობად შევაფასებდი, ისეთი ვიღაცისაგან, რომელიც ხედავდა, რომ მის გუნდს სულ რამოდენიმე წუთი აშორებდა მთავარ მიზნამდე.
მან საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგა. თუმცა არ ვამბობ, რომ ეს ცუდი რამ არის. ვფიქრობ, ის 11 ფეხბურთელი, რომელიც მოედანზე იყო, მთლიანად მატჩზე იყო კონცენტრირებული.
ჩემი გამოცდილებიდან ვიცი, რომ ასეთ მომენტებში, როდესაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებია მისაღები, ფეხბურთელების საკუთარ, პატარა სამყაროში იკარგებიან”.