მოურინიო: „ფეხბურთელების გაბედნიერება ჩემს მიზნებში არ შედის“
ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო რამდენიმე ფეხბურთელის მხრიდან სათამაშო დროის ნაკლებობით უკმაყოფილობას გამოეხმაურა.
„ვთვლი, რომ ყოველმა მოთამაშემ მხოლოდ გუნდზე უნდა იფიქროს და ეგოისტი არ იყოს. მსურს, რომ ჩემი გუნდი სწორედ ასეთი იყოს.
ვფიქრობ, მართალია, რომ ბევრი ჩვენი ფეხბურთელი თავისიათამაშო დროით უკმაყოფილოა. საქმე იმაშია, რომ ისინი აუცილებლად კმაყოფილები არ უნდა იყონ, მთავარია, მათ პროფესიონალიზმი გამოავლინონ და მაღალი დონის თამაში აჩვენონ.
ფეხბურთელების გაბედნიერებასთან დაკავშირებით არანაირი საიდუმლო არ მაქვს. შესაძლოა, რამდენიმე საიდუმლო მხოლოდ იმასთან დაკავშირებით მქონდეს, თუ როგორ ვაიძულო მათ გუნდისთვის მაქსიმუმის გაკეთება.
როდესაც შემადგენლობას ვასახელებ, ვიღაც ყოველთვის უკმაყოფილოა. ზოგჯერ ჩემს გადაწყვეტილებას არავის ვუხსნი, თუმცა, ამის შესახებ რომ მთხოვონ, სხვანაირად მოვიქცევი“, – განაცხადა ფეხბურთის პორტუგალიელმა სპეციალისტმა.