მოურინიო: “ფეხბურთის ღმერთები “სიტის” ეხმარებიან”
ინგლისის პრემიერლიგის მე-16 ტურში “მანჩესტერ იუნაიტედი” შინ “მანჩესტერ სიტისთან” ანგარიშით 1:2 დამარცხდა. მატჩის შემდეგ “წითელი ეშამკების” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ვარაუდი გამოთქვა, რომ პრემიერლიგაში საჩემპიონო ბრძოლა უკვე დასრულებულია.
“შეხვედრის მთავარი მსაჯი მაიკლ ოლივერი მეცოდება. მან კარგად იმსაჯა, მაგრამ სერიოზული შეცდომა დაუშვა. შედეგზე ზეგავლენა არდანიშნულმა პენალტმა იქონია. შეხვედრის დასრულებამდე ოცი წუთით ადრე ანგარიში შესაძლოა, 2:2 ყოფილიყო. აშკარა პენალტი იყო.
საჩემპიონო ბრძოლა, ალბათ, დასრულებულია, მაგრამ თითოეული ამბიციური გუნდი იქამდე იბრძოლებს, სანამ ჩემპიონობის თეორიული შანსი ექნება. “მანჩესტერ სიტი” ძალიან კარგი გუნდია და უმართლებს კიდეც. ფეხბურთის ღმერთები “სიტის” ეხმარებიან”, – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს “ბიბისი”.
გათამაშების ლიდერი “მანჩესტერ სიტი” მეორეადგილოსან “იუნაიტედს” უკვე 11 ქულით უსწრებს.