მოურინიო: “პოგბას წილისყრის შედეგზე გაეღიმა”
“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ევროპის ლიგის მეთექვსმეტედფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები შეაფასა. შეგახსენებთ, რომ ტურნირის ამ რაუნდზე მანჩესტერულ გუნდს მეტოქედ “სენტ-ეტიენი” ერგო, რომლის ღირსებასაც პოლ პოგბას ძმა ფლორენტინ პოგბა იცავს.
“პოლ პოგბას წილისყრის შედეგზე გაეღიმა. ვფიქრობ, რომ ანალოგიურ სიტუაციაში იყო მისი ძმაც. ფეხბურთის ისტორიაში მსგავსი რამ მომხდარა, მაგრამ მაინც მხიარული ამბავია. ჯგუფურ ეტაპზე არ გაგვიმართლა. შორ დისტანციაზე ფრენები მოგვიწია – თურქეთსა და უკრაინაში. ახლა საფრანგეთში გავფრინდებით. მჭიდრო კალენდრის გათვალისწინებით, მატჩების შედარებით მოკლე დისტანციებზე ჩატარება კარგია.
“სენტ-ეტიენი” დიდი ტრადიციების მქონე კლუბია. ჩემი თაობის ხალხი მიშელ პლატინის პერიოდის გუნდს არასდროს დაივიწყებს. ტურნირის ამ ეტაპზე იოლი მოწინააღმდეგე არ არსებობს და ნებისმიერ შემთხვევაში, მძიმე ბრძოლა მოგვიწევს”, – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს “მირორი”.