მოურინიო: “ყველასათვის კარგი იქნება, თუ დარჩენილ ცხრა მატჩს ჩავატარებთ”

თარიღი: აპრილი 30, 2020

ლონდონის “ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ მას ფეხბურთი ენატრება. პორტუგალიელი სპეციალისტის თქმით, ყველასავის კარგი იქნება, თუ პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონი განახლდება.

“ფეხბურთი მენატრება, თუმცა ჯობს ვთქვა, რომ ჩვენი სამყარო მენატრება, როგორც ყველას. ფეხბურთი ჩემი სამყაროს ნაწილია. დღეს ჩვენ ვიბრძვით.

თუ პრემიერ ლიგის სეზონის დარჩენილ ცხრა მატჩს ჩავატარებთ, ეს ყველასათვის კარგი იქნება. თუ თამაში ტრიბუნაზე გულშემატკივრების გარეშე მოგვიწევს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი ჩვენ გვერდით არ იქნებიან. კამერები სტადიონზე იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ მილიონობით ადამიანი გვიყურებს. ამიტომაც, თუ ცარიელ სტადიონზე შესვლა მოგვიწევს, ეს იმასაც არ ნიშნავს, რომ მთლიანად ცარიელ სტადიონზე ვიქნებით”, – უთხრა მოურინიომ Sky Sports-ს.

მსგავსი სიახლეები