მოურინიო რობენზე ფიქრობს
მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველი არიენ რობენი შესაძლოა, ინგლისის პრემიერლიგაში დაბრუნდეს.
“დეილი მეილის” ცნობით, ჰოლანდიელი ფეხბურთელით “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო გახლავთ დაინტერესებული. პორტუგალიელი სპეციალისტი მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე მანამდე ივან პერიშიჩისა და გარეტ ბეილის კანდიდატურებს განიხილავდა, მაგრამ შეზღუდული ფინანსური რესურსის გამო მოურინიოს უფრო ეკომომიურ ვარიანტებზე უწევს ფიქრი.
არიენ რობენს “ბაიერნთან” კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულში ეწურება. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 10 მილიონი ევროა. შეგახსენებთ, რომ რობენი ნისლიან ალბიონზე 2004-დან 2007 წლამდე ბურთაობდა, როდესაც ლონდონის “ჩელსის” ღირსებას იცავდა. მოურინიო ფიქრობს, რომ ჰოლანდიელის სისწრაფე “მანჩესტერ იუნაიტედის” შეტევებს დინამიურობას შესძენს.