მოურინიო: “როგორც მწვრთნელი, სულ უფრო და უფრო უკეთესი ვხდები”
“ტოტენჰემ ჰოთსპურის” თავკაცი ჟოზე მოურინიო თვლის, რომ მისი სამწვრთნელო უნარები სულ უფრო იხვეწება და ის დროთა განმავლობაში უკეთესი სპეციალისტი ხდება.
“როგორ ვინარჩუნებ მოტივაციას? პირველ რიგში, ძალზედ ახალგაზრდა ვარ. ხალხი ფიქრობ, რომ დავბერდი. ასე იმიტომ ჰგონიათ, რომ ამ დონეზე 2002 წლიდან ვმუშაობ. როგორც მწვრთნელი, საკმაოდ ახალგაზრდა ვარ. ამ პროფესიაში გამოცდილება უკეთეს გხდის და არა – უარესს.
იმპულსური აღარ ვარ. უკეთ ვაკონტროლებ ჩემს ემოციებს. უკეთესად ვფიქრობ, უკეთეს გადაწყვეტილებებს ვიღებ. მწვრთნელი ასაკთან ერთად გამოცდილებას იძენს.
მწვრთნელი ფეხბურთელი არ არის და მას არ სჭირდება, რომ სხეული მუდმივად ფორმაში ჰქონდეს. მას სჭირდება, რომ ტვინი სულ უფრო უკეთესად უმუშავებდეს. მე არ მჭირდება აჩქარება, გადახტომა, 90 წუთის განმავლობაში სირბილი. ჩემი საქმე ფიქრია. აქედან გამომდინარე, მწვრთნელი სულ უფრო და უფრო უკეთესი ხდება მანამ, სანამ მოტივაცია არ გაუქრება”, – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს PA.
ჟოზე მოურინიო 57 წლისაა და ინგლისის პრემიერლიგაში ყველაზე ასაკოვან მწვრთნელთა შორის მეხუთე ადგილზეა.