მოურინიო “რომას” მარცხზე: “არ მესმის, როგორ შეუძლიათ ამდენი მომენტის გაფუჭება?”
ჟოზე მოურინიოს “რომას” სეზონის ბრწყინვალე სტარტის შემდეგ მძიმე პერიოდი დაუდგა. ბოლო შვიდი მატჩიდან დედაქალაქელები ოთხ შემთხვევაში დამარცხდნენ, ორჯერ კი ფრე ითამაშეს. ბოლო შეხვედრაში კი “რომას” ძლევა “ვენეციამ” შეძლო (3:2).
“ძალიან ბევრი მომენტი შევქმენით, სახიფათო სიტუაციებიც მრავლად გვქონდა. როდესაც ასეთ შანსებს ქმნი და ვერ იყენებ ან დამაგვირგვინებელ გადაცემას ვერ აკეთებ, რა თქმა უნდა, იმედგამაცრუებელია.
ასეთი მომენტი დაახლოებით 20 გვქონდა. გუნდში ისეთი შემტევები გვყავს, როგორებიც ვერეტუ და პელეგრინი არიან, მაგრამ პასს ვერ ვაკეთებდით. არ მესმის, როგორ შეუძლიათ ამდენი მომენტის გაფუჭება?
ასევე მნიშვნელოვანი განსახილველი თემაა “ვენეციას” მეორე გოლი. ამ შემთხვევაში საკუთარი თავი უნდა დავიცვა და რასაც ვფიქრობ საჯაროდ არ განვაცხადო,” – აცხადებს პორტუგალიელი სპეციალისტი.
სერია A-ს 12 ტურის შემდეგ “მგლები” 19 ქულით მეექვსე პოზიციაზე იმყოფებიან. ცხრილის სათავეში “ნაპოლი” და “მილანი” გახლავთ თანაბარი 32-32 ქულით.