მოურინიო: “როცა “რეალში” მივედი, რამოსს ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალშიც კი არ ჰქონდა ნათამაშები”
ჟოზე მოურინიო “რეალში” 2010-2013 წლებში მუშაობდა. პორტუგალიელმა მწვრთნელმა მისი მადრიდული კარიერა გაიხსენა.
“რეალის” კაპიტანს, რომელიც უკვე ჩემპიონთა ლიგის სამი თასის მფლობელია, 1/4 ფინალში 2010 წლამდე ნათამაშები არ ჰქონდა. როცა მე გუნდში მივედი, მაშინ მოუწია სერხიო რამოსს ამ ეტაპზე ასპარეზობა. ზოგადად, ყველაზე მეტად, იმ კლუბებში მუშაობა მიყვარს, რომელთაც მოგება სურთ, თუმცა ამ მიზნისგან შორს არიან. “რეალიც” ჩემი მისვლის მომენტში ასეთი იყო.”
“ძალიან მიყვარს ისეთი მოთამაშეების გაწვრთნა, რომლებიც აზროვნებენ და კონკრეტულ მომენტში შეტევის განვითარების რამდენიმე ვარიანტი წარმოექმნებათ ტვინში. საბოლოოდ, სწორედ ასეთი მოთამაშეებით შემიძლია, სასურველ მიზანს მივაღწიო,” – განაცხა