მოურინიო: “საბედნიეროდ, “ბარსელონა” არ ჩავიბარე”
მადრიდის “რეალის” ყოფილ და “რომას” ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს 2008 წელს “ბარსელონას” ჩაბარების შანსი ჰქონდა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა აღნიშნული პერიოდი გაიხსენა.
“როდესაც “ბარსელონაში” გარდამავალი პერიოდი იყო, მათ მე სიტუაციის ანალიზი მთხოვეს. ადამიანი, რომელმაც ამ თხოვნით მომმართა, კლუბის მაღალჩინოსანი იყო. მათი სურვილი შევასრულე, თუმცა მეტი არაფერი ყოფილა. ჩემდა საბედნიეროდ, ისტორია თანმიმდევრულად განვითარდა”, – მოურინიოს კომენტარს Movistar+ აქვეყნებს.
როგორც ირკვევა, კატალონიელები კლუბში მოურინიოს მიწვევაზე გუნდიდან ფრანკ რაიკაარდის წასვლის შემდეგ ფიქრობდნენ. იმ პერიოდში პორტუგალიელმა ლონდონის “ჩელსი” დატოვა და სამწვრთნელო კარიერა მილანის “ინტერში” გააგრძელა, სადაც მუშაობის ორწლიან პერიოდში ხუთი ტიტული მოიგო, მათ შორის – ორჯერ იტალიის ჩემპიონატი და ერთხელ – ჩემპიონთა ლიგა.