მოურინიო: “სასწაული იქნება, “მანჩესტერ იუნაიტედი” ოთხეულში თუ გავა”
“მანჩესტერ იუნაიტედის” პორტუგალიელმა თავკაცმა, ჟოზე მოურინიომ “არსენალთან” გასამართი უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილი შეაფასა – პრემიერ ლიგის 14 ტურის შემდეგ “წითელი ეშმაკუნები” მერვე პოზიციაზე იმყოფებინ.
“გასულ სეზონში, ჩვენი გუნდის რესურსის, სხვა კლუბების სიძლიერისა და კლასის გათვალისწინებით ვამბობდი, რომ ფანტასტიკური იქნებოდა მეორე ადგილზე გასვლა.
წელს კი ყველაფერი სხვაგვარადაა, ჩვენ კიდევ უფრო დიდი პრობლემების წინაშე წარვსდექით. ეს ყველაფერი კიდევ უფრო რეალურს ხდის იმას, რაც სეზონის დასაწყისში ვთქვი – ძალიან რთული სეზონი გველის.
ახლა კი, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რაც შეიძლება ბევრი ქულა დავაგროვოთ საკუთარ აქტივში. ყველაფრის გათვალისწინებით, ვთვლი, რომ სასწაული იქნება, “მანჩესტერ იუნაიტედი” ოთხეულში თუ გავა,” – აცხადებს მოურინიო.