მოურინიო: “სატრანსფერო ფანჯრის დარჩენილ პერიოდში მხოლოდ მას შეუძლია გუნდის დატოვება”
სატრანსფერო ფანჯრის პერიოდი დასასრულს უახლოვდება. მიუხედავად ხმებისა, ჟოზე მოურინიოს “მანჩესტერიდან” მნიშვნელოვანი ფიგურები, მაგალითად, რუნი, არ გაუშვია.
პორტუგალიელმა ის ერთადერთი ფეხბურთელი დაასახელა, რომელსაც იანვარში კლუბის დატოვების უფლება აქვს.
” ეს ეშლი იანგია. იგი ძალიან მესიმპათიურებოდა და მისი დარჩენაც მინდოდა, თუმცა ახლა შეუძლია, წავიდეს. აქედანვე ვამბობ, რომ მას სათამაშო დრო არ ექნება. იანგი ჩემს გეგმებში აღარ შედის,” – აცხადებს ჟოზე.