მოურინიო: “საწყალი ფლიკი!”
“ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო ფიფას დაჯილდოვების ცერემონიალის შედეგებს გამოეხმაურა.
როგორც იცით, წლის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო იურგენ კლოპს გადაეცა, რაც ძალიან ბევრისათვის მოულოდნელი იყო. მოურინიომ იხუმრა და თქვა, რომ ამ ჯილდოს მოსაპოვებლად, “ბაიერნის” თავკაცმა ჰანს დიტერ-ფლიკმა კიდევ რამდენიმე ტიტული უნდა მოიგოს.
“მგონი, ერთადერთი შანსი იმისა, რომ ფლიკს საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო მოეგო, ის იყო, რომ მას “ბაიერნთან” ერთად კიდევ ორი ან სამი ტიტული მოეპოვებინა. შესაბამისად, თუ ის სეზონში 7 ტიტულს მოიგებს, შეიძლება დააჯილდოვონ კიდეც. დარწმუნებული ვარ, მან მხოლოდ ეს ტიტულები მოიპოვა – ჩემპიონთა ლიგა, ბუნდესლიგა, გერმანიის თასი, ევროპის სუპერ თასი და გერმანიის სუპერთასი. მან მხოლოდ ხუთი მოიგო. საწყალი ფლიკი… მას ერთადერთი შანსი აქვს – კიდევ ორი ან სამი ტიტული სჭირდება”, – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს Goal.Com.