მოურინიო შესაძლოა, ამ კვირაში გაათავისუფლონ

თარიღი: ოქტომბერი 27, 2015

ლონდონის “ჩელსიში” ჟოზე მოურინიოს წყალი რომ შეუდგა, ამაზე ბრიტანული და არაბრიტანული პრესა უკვე დიდი ხანია, წერს. დასავლეთლონდონელებს პრემიერლიგის ათი ტურის შემდეგ აქტივში მხოლოდ 11 ქულა აქვს, რაც გუნდის ანტირეკორდია. კონსპირაციული თეორიის მომხრეები იმასაც ამბობენ, რომ ფეხბურთელებს მოურინიოსთან დაპირისპირება აქვთ და ცუდად განზრახ თამაშობენ, რათა რომან აბრამოვიჩმა პორტუგალიელი სპეციალისტი “სტემფორდ ბრიჯიდან” მიაბრძანოს. ამასობაში “ჩელსი” სატურნირო ცხრილში მე-15 პოზიციამდე დაქვეითდა და აშკარაა, რაღაც ზომებია მისაღები.

ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა “დეილი მეილი” წერს, რომ მოურინიოს გუნდი დამდეგ შაბათს შინ “ლივერპულს” დაუხვდება და თუ ისევ დამარცხდება, შესაძლოა, პორტუგალიელი მწვრთნელი მატჩის შემდეგვე გაათავისუფლონ.

იმავე წყაროს ცნობით, “ჩელსიში” დაბრუნება კარლო ანჩელოტის სურს. სახელდება ხოსეპ გვარდიოლას კანდიდატურაც, რომლის მოთაფვლასაც აბრამოვიჩი 2012 წელს ცდილობდა, თუმცა მაშინ კატალონიელმა სპეციალისტმა მიუნხენის “ბაიერნის” გაძღოლა არჩია. მესამე ვარიანტად დიეგო სიმეონე მოიაზრება. დროებით მწვრთნელად გუს ჰიდინკის კანდიდატურას განიხილავენ, რომელიც “ჩელსის” 2009 წელს ხელმძღვანელობდა და დანიშვნიდან სამ თვეში გუნდს ინგლისის თასი მოაგებინა.

 

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ფიფას აპრილის რეიტინგი გამოქვეყნდა

დღეს ფიფას აპრილის თვის რეიტინგი გამოქვეყნდა, თუმცა კორონავირუსული ინფექციის პანდემიის გამო გადადებული შეხვედრების გათვალისწინებით სიაში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფერდინანდი: “ბარსელონაში” გადასვლასთან ახლოს ვიყავი”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდალური ფეხბურთელი, რიო ფერდინანდი, აღიარებს, რომ 2008 წელს კატალონიის “ბარსელონაში” გადასვლასთან ი...
წაკითხვა
ფეხბურთი

კლოპი: “როცა მანე პირველად ვნახე, ის რეპერს ჰგავდა”

“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა სადიო მანესთან პირველი შეხვედრა გაიხსენა. გერმანელი სპეციალისტი ამბობს, რომ მას […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შოუ: “თუ ზლატანის გუნდში იყავი და წააგებდი, აუცილებლად მოგკლავდა”

ლუკ შოუმ “მანჩესტერ იუნაიტედში” ზლატან იბრაჰიმოვიჩის ყოფნის პერიოდი გაიხსენა. შეგახსენებთ, რომ შვედმა სუპერვარსკვლავმა 2016/17 წლების [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბერბატოვი საუკეთესო თანაგუნდელზე: “თითქოს ერთმანეთთან ვიწექით”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილ ვარსკვლავ დიმიტარ ბერბატოვს ისეთი ფეხბურთელების გვერდით აქვს ნათამაშები, როგორებიც უეინ რუნი, კარლოს [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

პეპ გვარდიოლას დედა კორონავირუსით გარდაიცვალა

“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას დედა კორონავირუსით გარდაიცვალა. ამ ამბავს მანჩესტერული კლუბი ავრცელებს. “მანჩეს...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვან დაიკი: “მინდა ფანებს დავამახსოვრდე, როგორც “ლივერპულის” ლეგენდა̶

მერსესაიდის “ლივერპულის” დაცვის ბურჯმა, ვირჯილ ვან დაიკმა, პრესასთან საკუთარ სურვილებზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელი მცველის [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

პატრიკ კუტრონემ კორონავირუსი დაამარცხა

დიდი პაუზის შემდეგ, იტალიიდან პოზიტიური ამბებს გამცნობთ. “ფიორენტინას” სამი ფეხბურთელი, პატრიკ კუტრონე, ჟერმენ პეზელა და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კეჰილი: “რთულია პატივი სცე იმას, რაც სარიმ გააკეთა”

ლონდონის “ჩელსის” ყოფილმა კაპიტანმა, გარი კეჰილმა, პრესასთან საუბრისას აღიარა, რომ გუნდიდან წასვლა მაურისიო სარის ქმედებებმა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზუსტად ამ დღეს, 21 წლის წინ: თემურ ქეცბაიას ულამაზესი გოლი “ტოტენჰემის” კარში

1999 წელი, 5 აპრილი “ნიუკასლი” – “ტოტენჰემი” 1:1 გოლები: დარენ ანდერტონი 50′; თემურ ქეცბაია 78′. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

უოკერმა ფანებს საკარანტინო წესების დაცვისაკენ მოუწოდა, თავად კი სახლში მეძავები მიიყვანა

“მანჩესტერ სიტის” მცველი კაილ უოკერი შარში გაეხვა. ინგლისელმა ფეხბურთელმა საკარანტინო პერიოდის დროს სახლში მეძავები მიიყვანა, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რუნი: “ეს იყო ყველაზე ცუდი შეგრძნება, რაც კი ფეხბურთში განმიცდია”

ინგლისის ნაკრებისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა თავდამსხმელმა, უეინ რუნიმ 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში, პორტუგალიის [...
წაკითხვა
ფეხბურთი

რა თანხას დაკარგავენ პრემიერ ლიგის კლუბები კორონავირუსის გამო?

ინგლისის პრემიერ ლიგაში მონაწილე კლუბების ხელმძღვანელები ცდილობენ ფეხბურთელები ხელფასის 30 პროენტით შემცირებაზე დაიყოლიონ. ამ ინფორმაციას […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კარენ ბრედი: “ჩემი ხელფასიც ისევე შემცირდება, როგორც ფეხბურთელების”

“ვესტ ჰემის” ვიცე-პრეზიდენტი კარენ ბრედი პრესასთან ხელფასების შემცირების საკითხზე საჯაროდ საუბრობს. მისი თქმით, სხვა გამოსავალი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მარკოს ლორენტემ საკუთარ ძაღლს “ენფილდი” დაარქვა (ფოტო)

მადრიდის “ატლეტიკოს” ნახევარმცველმა, მარკოს ლორენტემ საკუთარ ძაღლს “ენფილდი” დაარქვა. 25 წლის ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში ფოტო...
წაკითხვა