მოურინიო “სიტისთვის” ევროთასებზე დისკვალიფიკაციის მოხსნაზე: “სამარცხვინო გადაწყვეტილებაა”
სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ “მანჩესტერ სიტის” ევროთასებზე დაწესებული ორწლიანი დისკვალიფიკაცია მოუხსნა, ხოლო საჯარიმო თანხა 30 მილიონიდან 10 მილიონ ევრომდე შეუმცირა. აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა “ტოტენჰემ ჰოთსპურის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ, რომელმაც გადაწყვეტილებას სამარცხვინო უწოდა.
“არ ვიცი, ვის მხარესაა სიმართლე, მაგრამ ეს სირცხვილია. თუ “მანჩესტერ სიტი” უდანაშაულოა, რატომ უნდა გადაიხადოს 10 მილიონი ევრო? თუ გამართლდი, ჯარიმა რატომ უნდა გადაიხადო? თუ “სიტი” დამნაშავეა, ეს გადაწყვეტილება მაინც სამარცხვინოა, ვინაიდან კლუბი ევროთასებიდან უნდა მოეხსნათ.
“ტოტენჰემი” “ტოტენჰემია”. არ ვფიქრობ, რომ ჩვენი მიდგომა უნდა შევცვალოთ. ფინანსური ფეარ-პლეის თვალსაზრისით მაქსიმალურად კორექტულად ვმოქმედებთ”, – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს Goal-ი.