მოურინიომ ერიქსენის საქმესთან დაკავშირებით კონტეს წაკბინა
ლონდონის “ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, პრესასთან საუბრისას ანტონიო კონტეს უკბინა, რომელმაც საჯაროდ ისაუბრა კრისტიან ერიქსენის შესაძლო ტრანსფერზე.
“ვფიქრობ, რომ ჩვენ მწვრთნელებმა, ყველამ ერთნაირად უნდა ვიმოქმედოთ ტრანსფერებთან დაკავსირებით. ჩემი გადმოსახედიდან, მანამ სანამ ტრანსფერი არ დადასტურდება, ფეხბურთელებზე არ უნდა ვისაუბროთ.
მაგალითად, ჩემთვისაც ბევრჯერ უკითხავთ A, B და C ფეხბურთელებზე. მაგრამ როგორ უნდა მესაუბრა იმ სამ ფეხბურთელზე, რომლებიც ჩემ გუნდში არ ირიცხებოდნენ?
ვფიქრობ ყველანი გარკვეულ ჩარჩოში უნად მოვექცეთ. არაფერი, არაფერი უნდა ვთქვათ. როდესაც ვხედავ, რომ დიდი პასუხისმგებლობის მქონე ფეხბურთელები ერიქსენზე საუბრობენ… ვფიქრობ, უბრალოდ არ უნდა ვისაუბროთ იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც ჩვენ გუნდში არ არიან,” – აცხადებს პორტუგალიელი სპეციალისტი.