მოურინიომ “მილანი” და “მონაკო” უარით გაისტუმრა, მას “რეალში” სურს
ბრიტანულ პრესაში გავრცელებული უახლესი ცნობების მიხედვით, “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილ თავკაც ჟოზე მოურინიოს, რამდენიმე წინადადება ჰქონდა ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატის გუნდებიდან.
როგორც ცნობილი ხდება, მაისიდან სექტემბრამდე პორტუგალიელ სპეციალისტს შემდეგმა კლუბებმა მიმართეს წინადადებით: “მილანი”, “მონაკო”, “ლილი”, “ვოლფსბურგი” და “შალკე”.
თუმცა მოურინიო ზემოხსენებულ კლუბებთან თანამშრომლობით დაინტერესებული არ გახლდათ. ის “პარი სენ-ჟერმენში”, “იუვენტუსსა” და “ბაიერნში” არსებულ ვითარებებს აკვირდებოდა.
დღესდღეობით კი, მოურინიო მადრიდის “რეალში” მუშაობაზე ოცნებობს, სადაც ეს უკანასკნელი 2010-13 წლებში მოღვაწეობდა.