მოურინიომ მსოფლიოს ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა

თარიღი: ივნისი 3, 2018

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა.

“ფსონს არგენტინის ან პორტუგალიის ნაკრებზე დავდებდი, რომელთა ღირსებასაც ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ იცავენ. ამ ფეხბურთელებს თავიანთი გუნდების ერთიორად გაძლიერება შეუძლიათ. არც ბრაზილიის ნაკრები უნდა დაგვავიწყდეს, რომელსაც ტიტეს სახით შესანიშნავი მწვრთნელი უდგას სათავეში. ბრაზილიელებს ლამაზად და ტაქტიკურად გამართულად შეუძლიათ თამაში. ეს გუნდი ნიჭისა და ტაქტიკის იდეალური შერწყმაა.

რაც შეეხება ევროპას, ესპანეთის ნაკრები უნდა გამოვყოთ. ხულენ ლოპეტეგის გუნდმა საკვალიფიკაციო ეტაპი კარგად გაიარა და ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად მოიაზრება. ესპანელებს გამოცილი და ნიჭიერი ფეხბურთელები ჰყავთ, თუმცა ეს მსოფლიოს ჩემპიონატია, რომელიც ხანდახან სიურპრიზებსაც გვთავაზობს”, – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს GQ.

მსგავსი სიახლეები