მოურინიომ სუპერთასის შესაძლო წაგების შესახებ ისაუბრა
ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელა ჟოზე მორუნიომ „არსენალთან“ ინგლისის სუპერთასის მატჩის შესახებ ისაუბრა.
„ყველაფერი კარგადაა, ჩვენ რიგზე ვართ. ფრენა დიდ ხანს არ გაგრძელებულა. ლონდონში ორშაბათის დილიდან ვართ.
სუპერთასის მატჩი საშუალო დონის შეხვედრაა. ეს არც ამხანაგური თამაშია და არც პრემიერლიგის თამაშია.
„ნიუ-იორკ რედ ბულსთან“ დავმარცხდით, რის გამოც გული დაგვწყდა. ნორმალურია, რომ ყოველთვის შედეგზე ვთამაშობთ და სუპერთასისთვის სხვანაირი მოტივაცია გვაქვს. ის ასეთი არაა, როგორც ამხანაგურ შეხვედრებში.
მსურს, ჩემმა კლუბმა საუკეთესო შედეგს მიაღწიოს. მეტოქესა და მის მწვრთნელს მნიშვნელობა არ აქვს.
ვენგერის 13-მატჩიანი წაუგებელი სერია? ფეხბურთში ყველანირი შედეგისთვის მზად უნდა იყო. „არსენალთნ“ მოგების შემდეგ განსაკუთრებული სიხარული არ მიგრძვნია. დრამას არ დავდგამ, თუ ერთხელ დავმარცხდებით.
„არსენალი“ ტოპ გუნდია. ორი წლის წინ, როდესაც ინგლისში დავბრუნდი, „მეთოფეთა“ სახით კარგი კოლექტივი შემხვდა. ახლა იგივე სიტუაციაა. მათ ყოველთვის კარგი მეკარეები ჰყავდათ, ახლა კი კიდევ ერთი დაემატა“, – განაცხადა მოურინიომ.