მოურინიომ უეფას გადაწყვეტილება შეაფასა – შერცხვენა, კატასტროფა, ცირკი
უეფამ “მანჩსტერ სიტის” ევროტურნირებიდან ორი წლით მოხსნის გადაწყვეტილება გააუქმა, თუმცა ფულადი ჯარიმა 8 მილიონი ევროს ოდენობით ძალაში დატოვა. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილება ჟოზე მოურინიომ გააკრიტიკა.
“ამ გადაწყვეტილების თაობაზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ როგორაც არ უნდა შეხედო, შემარცხვენელია. თუ “სიტი” დამნაშავე არ არის, მაშინ რატომ უნდა გადაიხადოს ჯარიმა? და თუ დამნაშავეა, რატომ არ მოკვეთეს? სასირცხვილო გადაწყვეტილებაა, ნამდვილი კატასტროფა.
თუ უდანაშაულო ხარ, ჯარიმა არ უნდა გადაიხადო. არ ვამბობ, რომ “მანჩესტერ სიტი” დამნაშავეა, მხოლოდ იმას ვამბობ რომ გაურკვევლობასთან გვაქვს საქმე. ვიცი, რომ მათთვის ფული პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ უბრალოდ პრინციპის საკითხია.
კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ მე კლუბს არ ვაკრიტიკებ. ვინ ვარ მე, მათ დანაშაულებრიობაზე რომ ვისაუბრო. მე გადაწყვეტილება არ მომწონს.
მომავალ სეზონში ფინანსური ფეარ-პლეის გარეშე კლუბები, შესაძლოა, მდიდრებმა ჩაიბარონ და ისე მართონ, როგორც მოესურვებათ. გულწრფელად მჯერა, რომ ფეარ-პლეი აღარ არსებობს, ცირკის კარი ღიაა, დაე ისიამოვნონ,” – აცხადებს მოურინიო.