მოურინიომ ვერცხლის მედალი ტრიბუნაზე გადააგდო (ვიდეო)
ინგლისის სუპერთასის შეხვედრა, რომელიც “უემბლიზე” ლონდონის “არსენალსა” და “ჩელსის” შორის გაიმართა, ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენის კინკილა გოლის წყალობით “მეთოფეებმა” ანგარიშით 1:0 მოიგეს. მატჩის შემდეგ “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ვერცხლის მედლის თავისთან დატოვება არ ისურვა და ტრიბუნაზე მყოფ ბიჭუნას გადაუგდო.
მატჩის შემდეგ პორტუგალიელმა სპეციალისტმა განმარტა, რომ გადამწყვეტ შეხვედრაში დამარცხებულისთვის განკუთვნილ მედლებს არ ინახავს.
“ეს მედალი დამარცხებულისთვისაა განკუთვნილი. იმ ბიჭისთვის დასამახსოვრებელი მომენტი იქნება.
“ჩელსიმ” უკეთესად ითამაშა, ინიციატივა ჩვენგან მოდიოდა, ბურთს ჩვენ ვაკონტროლებდით. ეს სეზონის ის პერიოდია, როცა ყველა ენერგიაგამოცლილია.
“არსენალი” თავს ათი კაცით იცავდა. კარგად იყვნენ ორგანიზებულნი. ასე რომ, ვულოცავ გამარჯვებას”, – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს “დეილი მეილი”.