მოურინიოს აკრძალვა: არ უყუროთ “ბაიერნთან” განადგურების ვიდეომიმოხილვას!
ლონდონის “ტოტენჰემის” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, ფეხბურთლებს საკმაოდ საინტერესო შეზღუდვა დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაციას The Telegraph გვაწვდის.
რამდენადაც ცნობილი ხდება, პორტუგალიელ სპეციალისტს არ სურს, რომ ფეხბურთელებმა “ბაიერნთან” მიმდინარე სეზონში განცდილი გამანადგურებელი მარცხის ვიდეომიმოხილვები თავიდან ნახონ.
“ფეხბურთელებს ამ მატჩზე არსებული ნებისმიერი ვიდეო ნახვა ეკრძალებათ. რამდენიმე მათგანი ჩემ შტაბთან ერთად განვიხილე და თითოეული დეტალის გაანალიზება ვცადეთ. ჩვენ არა “ბაიერნზე”, არამედ საკუთარ თამაშზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებულნი,” – აცხადებს “განსაკუთრებული”.
შეგახსენებთ, რომ “ბაიერნმა” ლონდონში “დეზები” 2:7 დაამარცხა. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეექვსე ტურის შეხვედრაში კი ეს ორი გუნდი ისევ დაუპირისპირდება ერთმანეთს, ოღონდ “ალიანც არენაზე”.